https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ გააგზავნეს ქუთაისიდან თბილისში ხასანბეგი თავდგირიძის მოკვეთილი თავი

11:01; 29.01.2019
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქობულეთის ბეგი თავდგირიძე ვერასოდეს ურიგდებოდა რუსეთის გაბატონებას საქართველოში და ყველა ხერხს ხმარობდა მათ წინააღმდეგ, რათა რუსები განედევნა გურიიდან. გადმოცემით, მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა გურულ გლეხობასთან – სარწმუნოებრივი განსხვავება მათ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა. იგი თურმე შესანიშნავი მცოდნე და შემსრულებელი ყოფილა ქართული ხალხური სიმღერებისა. ჰასან ბეგი ყოფილა საოცრად მომლხენი და განსაკუთრებით გურული სიმღერების მოყვარული კაცი. ხშირად ფარულად გადმოდიოდა ხოლმე გურიაში, რათა იქაურ მომღერლებთან ერთად გაეტარებინა დრო, ექეიფა და ემღერა. 1841 წლის გურიის ჯანყის დროს ის გურულების მხარეზე დადგა, საიდუმლო მიმოწერას აწარმოებდა და რამდენჯერმე გურიაშიც იყო ჩასული. თურმე თავდგირიძესთან არალეგალურად გურულებიც გადადიოდნენ, თავდგირიძე უმასპინძლდებოდა მათ, ტყვია-წამლით ამარაგებდა და ცოცხალი ძალით დახმარებასაც ჰპირდებოდა. მაგრამ საბოლოოდ, მისი გეგმები ჩაიშალა – რუსული ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად მან გურია დატოვა.

რუსების წინააღმდეგ გამოსვლის მეორე შანსი თავდგირიძეს ყირიმის ომმა (1853-56) მისცა. ამის გამო ოსმალეთის ქვეშევდრომობაში მყოფ ქართველ თავდგირიძეს ბევრმა მოღალატეობა დასწამა. ომის დაწყების შემდეგ, თავდგირიძემ გურულებს რუსეთთან კავშირის გაწყვეტა და თურქეთის მხარეს ბრძოლა შესთავაზა, რაზედაც გურულებისგან მტკიცე უარი მიიღო. ჰასან ბეგ თავდგირიძე 12 000-იანი ჯარით, რომელშიც ძირითადად ბაშიბუზუკები  იყვნენ, გურიას შემოესია. სოფელ ნიგოითთან ქუთაისისკენ მიმავალ გზას იცავდა ნიკოლოზ ერისთავი ორი ბატალიონით და ოთხი ქვემეხით. მან გაიგო თურქთა შემოსვლის შესახებ, არ დაელოდა დამხმარე ძალას და თავად დაიძრა შესახვედრად. ნიგოითში დატოვა ბანაკი და აღალი ორი ასეულით. 27 მაისს განთიადზე ერისთავი ლანჩხუთის ტყეში თავს დაესხა თურქებს. მან იცოდა, რომ კაჟიანი თოფებით შეიარაღებული ჯარით შორსმსროლელი შაშხანებით შეიარაღებულ მტერთან უეჭველად წააგებდა და ჯარი ხელჩართულ ბრძოლაზე გადაიყვანა. მტერმა ვერ გაუძლო შეტევას და უკან დახევა დაიწყო, მას ერისთავი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. მტრის დევნაში გართულ ჯარს თავდგირიძე რაზმთან ერთად ხელიდან გაუსხლტა, ზურგიდან შემოუარა ერისთავის რაზმს და ბანაკს დაეცა. ერისთავი დროზე მიუხვდა მტრის ფანდს და სასწრაფოდ გაეშურა დატოვებული ბანაკის დასახმარებლად.

ქართველებმა თავდგირიძის ჯარი ლანჩხუთისკენ გამოდევნეს და ამჟამინდელი სოფელ შუხუთის ცენტრში ე.წ. ,,ცაცხვებთან” მოხდა ამ ბრძოლის მთავარი შეტაკება, რომელიც ისტორიაში ,,შუხუთფერდთან” ბრძოლით არის ცნობილი. ამ ბრძოლაში დაიღუპა ჰასან-ბეგ თავდგირიძე – გურულმა აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი დაკვრით მას გააგდებინა თავი და ახალციხე-გურიის რაზმების უფროსს გენერალ ივანე ანდრონიკაშილს მიართვა. ,,ქუთაისს მოიტანეს და მთელ ქალაქს აჩვენეს წაკვეთილი თავი ხასან ბეგ თავდგირიძის, – იგონებდა ნიკო ნიკოლაძე, – რომლის დამარცხება და მოკვლა იმოდენად სასახელო საქმეთ მიაჩნდათ, რომ მისი გაფითრებული თავი ქუთაისიდან დიდი ამბით ტფილისს გაგზავნეს ხალხის საჩვენებლად”.

დაღუპული ჰასან-ბეგ თავდგირიძე მისმა ბიძაშვილმა და მოწინააღმდეგემ ყარამან თავდგირიძემ და გურულებმა დიდი პატივით დაასაფლავეს (გადმოცემით, შუხუთში ხსენებული ,,ცაცხვების” ქვეშ თავდგირიძის დაღუპული 500-მდე მეომარი მარხია), ხოლო ხალხმა ქართული ფოლკლორის უბრწყინვალესი ნიმუში შექმნა ,,ხასანბეგურას” სახით. სიმღერას ეს სახელი ჰასან ბეგ თავდგირიძეს საპატივსაცემოდ დაარქვეს. აქვე დავძენთ, რომ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს სიმღერა გაცილებით ადრეა შექმნილი. ეგნატე ნინოშვილის მიხედვით, გურიის 1841 წლის ჯანყის დროს ,,ამ ბეგის შეთხზული სიმღერა ჰასან-ბეგურიც კი მაშინათვე გადმოიღეს და გახდა გურიაში პირველ საამურ სახალხო სიმღერად”. ნიკო ბერძენიშვილი კი მის შექმნას უფრო ადრინდელ პერიოდს აკუთვნებს.

ასეა თუ ისე, სიმღერა ხალხმა მაშინვე აიტაცა. როგორც ამბობენ, ის პირველად ლანჩხუთლებმა იმღერეს. სულ ხასანბეგურას 19 ვარიანტი არსებობს. ერთ-ერთის ტექსტი ასეთია:

,,ჰასანბეგი თავდგირიძე გარისხული ღვთისგან მეტი,

თათრის ფაშობა იშონა სულ მთლად დეივიწყა ღმერთი,

შეკვეთილში შემევიდა, იძახოდა ოლან გეთი.

გზას ვიყავით მილიცია, რუსის ჯარი მეტად ცოტა,

ცხრა ათასი თათრის ჯარი წინ შემოგვხვდა, გვებოროტა.

ლანჩხუთში რომ შემევიდა, ბრძოლა მოხდა შუხუთფერდთან

გეიქცნენ და ჩეირიენ, მფრინავები ეიშალა,

ცხრა ათასი თათრის ჯარში ხუთასმა ძლივს გაამშრალა.

ჩემი ძმაი ჰასან ფაშა თავმოჭრილი დევინახე,

რადგან ძმაი იყო ჩემი, ვაიმეო დევიძახე,

ბოლოს მაინც მე დავმარხე”.

სწორედ ამ ლეგენდარული ცაცხვების ქვეშ, სადაც მოხდა ბრძოლა, ყოველ აღდგომა დღეს იმართება ლელობურთის თამაში.

ირაკლი მახარაძე

ავტორი

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025
ისტორია

„ფირალად“ გავარდნა

10:29; 1 ივნისი, 2025
ისტორია

გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

11:27; 26 მაისი, 2025
ისტორია

დედის მოგონება

10:14; 26 მაისი, 2025

„ნუ დაიწყებთ ისე, ვითომ არ მოგვარდა“_ მაჟორიტარი გაფიცულ სამედიცინო ცენტრს

კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასური 9 თეთრით იმატებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

რატომ გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურიასა და აჭარაში 55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობის ტენდერი

11:12; 5.12.2025
სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წელს ფინანსურ ჯეკპოტს მოიგებენ

10:17; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

9:54; 5.12.2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

9:42; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9:14; 5.12.2025
სამართალი

ავარია მაგისტრალზე – როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

8:57; 5.12.2025
პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4.12.2025
ფინანსები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

17:54; 4.12.2025
სამართალი

სოფელში პირუტყვი მოიპარეს

17:42; 4.12.2025
ფინანსები

სუხიშვილების გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” გრძელდება – სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

17:28; 4.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 4.12.2025
სამართალი

საია: შსს არ ასრულებს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს

16:48; 4.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო