თბილისში, ვაზისუბანში გაფიცულ „მეოთხე სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებთან ისნის მაჟორიტარი, ირაკლი აბუსერიძე მივიდა.
„პოლიკლინიკა არის იმისთვის, რომ ამხელა რაიონს, პაციენტებს შეუქმნას კომფორტი, მოემსახუროს მაქსიმალურად. იყო არჩევნების წინა პერიოდში პრობლემები, რომლის შესახებაც მოსახლეობამ მოგვმართა და ის პრობლემები გადავწყვიტეთ. ახლა იმიტომ ვარ აქ, რომ სიღრმისეულად მივყვეთ და მეტი პრობლემა აღარ ჰქონდეს პოლიკლინიკას. პასუხისმგებელი ვიქნები ბოლომდე“,_განაცხადა აბუსერიძემ.
თუმცა, მის ამ განცხადებას სამედიცინო ცენტრთან შეკრებილი ადამიანების მხრიდან შეპასუხება მოჰყვა, რომ პრობლემები არ მოგვარებულა.
„თუ პრობლემა არ მოგვარდა რატომ არ დამირეკეთ და არ მომაკითხეთ. ახლა, ნუ დაიწყებთ ისე ვითომ არ მოგვარდა“,_ უპასუხა მათ აბუსერიძემ.