დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ორი აქტივისტია დაკავებული – ირმა და ინგა ხაროიშვილების აყვანა ბათუმის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ მოხდა.
გამოიკითხა კიდევ რამდენიმე ადამიანი. პროცესი ბათუმში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისინი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა მიღებული შეტყობინების შესახებ დაწერეს.
„მეც აღმოვჩნდი ერთ-ერთი ადრესატი ამ გზავნილის. როგორც ჩანს ვიღაცეებსგვაზიან კუდზე და გვისმენენ და გვაკონტროლებენ, თუმცა რატომ ვერ ვხდები.
შეკითხვა ჰქონდათ ის, რომ ვინმეს გადავუგზავნე თუ არა, ვისგან მივიღე.
სტატუსი კი მქონდა გამოქვეყნებული და კი ვამბობდი სტატუსში, რომ მიუღებელია ასეთი რაღაცა,“ _ აცხადებს ნაციონალური მოძრაობის” წევრი მამუკა ქობულაძე.
დაკითხვებისა და დაკავებების ფაქტს გამოეხმაურა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცველებმა კადრების გამავრცელებლები დააკავონ, ის პირები აიყვანეს, რომლებსაც ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დაუდგენელი პირებისგან გაეგზავნათ.
rustavi2.ge