მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) დაფინანსებით 31 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. ასევე, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, დაგეგმილია ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა გურიის რეგიონში, რომელი სკოლები მოხვდნენ აღნიშნულ პროგრამაში და ინფრასტრუქტურის და რეგიონის განვითარების სამინისტროს პრესსასამხურს მიმართა.
უწყების პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში, შემდეგი სკოლის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება: N3 საჯარო სკოლა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლა (ჩოხატაურის მუნიციპაიტეტი), სოფელ ვან-ზომლეთის საჯარო სკოლა (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლა (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), სოფელ ჩოჩხათის (გულიანი) საჯარო სკოლა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ლესის საჯარო სკოლა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), სოფელ სამების საჯარო სკოლა (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი); სოფელ მერიის საჯარო სკოლა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).