გასული წლის დეკემბერში, „ქართული ოცნების“ ოფისიდან სეიფი 7000-მდე ლარი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ფაქტზე 2 პირია დაკავებული:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 11 დეკემბერს ქურდობის ბრალდებით ორი პირი: 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, _ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.