„ისლამური სახელმწიფო“ ჯერ კიდევ მწვავე საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის,_აღნიშნული განცხადება Nbcnews-თან ინტერპოლის ხელმძღვანელმა გააკეთა.
მისი თქმით, საფრთხე ჯერ კიდევ მწვავეა, კომპლექსური და უფრო მეტად საერთაშორისო, ვიდრე ოდესმე.
ინტერპოლის მეთაურის თქმითვე, სირიაში 2700 „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი მებრძოლია დაპატიმრებული და მათი საქმიანობის, კონტაქტების გამოძიებაა საჭირო, ვიდრე გათავისუფლდებიან.
ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სირიიდან ჯარები გაჰყავს, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა. ტრამპის ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია.