„10 მიმართულება 2019 წელს უქმეებისთვის, რომელიც თქვენს მეგობრებს გააოცებს“_ამ სათაურით The Telegraph ქვეყნების სიას აქვეყნებს და საქართველოს მეოთხე ადგილზე ასახელებს.
„უცნაურია, რატომ არ სტუმრობს უფრო მეტი ადამიანი საქართველოს, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია დედამიწაზე. მაღალი მთებით, უძველესი მონასტრებით, სტუმართმოყვარე ხალხით ცნობილი საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც შეგიძლიათ ტურისტულ ბილიკებს გაჰყვეთ და ისიამოვნოთ.
გასულ წელს ქვეყანას 8 მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა. ლუტონისა და ქუთაისის აეროპორტებს შორის დანიშნული პირდაპირი ავიარეისების შედეგად საქართველოს თოვლით დაფარულ მწვერვალები, ვენახის ხალიჩები და ლამაზი ქალაქები ცარიელი არ შეიძლება დიდ ხანს დარჩეს“,_წერს გამოცემა.