პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი კომპანია კომპანია “ორბის” განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სამთო კურორტზე რამდენიმე მილიონიანი პროექტის გახორციელების სურვილი გამოთქვა.
პოლიტოლოგის თქმით, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური გეგმა რას აპირებს.
ახვლედიანი ხელისუფლებას მიმართავს და ბახმაროს განვითარებაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ითხოვს.
„აღნიშნულმა კომპანიამ და ყველა სხვამ, ვინც მომავალში დააპირებს მშენებლობის გახორციელებას ბახმაროში განვითარებაზე ფიქრს ამ კურორტის ფარგლებში წარმოადგინოს დეტალური გეგმა რას აპირებს და რამდენად შეიძლება ეს იყოს შესაბამისობაში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ბახმაროს, როგორც უნიკალური კურორტის და სივრცის მოთხოვნილებებთან. ბახმაროში არ მოხდება ის, რაც მოხდა გუდაურში და ბაკურიანში, ანუ ე.წ. გუდაურიზაცია და ბაკურიანიზაცია. ჩვენ სხვა ინტერესი არ გვაქვს, პირადად ჩემი ინტერესია, რომ კურორტი განვითარდეს სწორად“, – აცხადებს ახვლედიანი.
შეგახსენეთ, რომ ბახმაროს რამდენიმე კვირის წინ დაბის სტატუსიც მიენიჭა.