ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები. ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.