ნაპოლეონა
ამ სიტყვით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ნაპოლეონა – ულამაზესი მცენარეა, რომლის სამშობლოა აფრიკა. მას სახელი ნაპოლეონ I-ის პატივსაცემად დაარქვეს. მცენარის ყვავილებს გვირგვინის ფურცლები არ აქვს, თუმცა მის უცნაურ ფორმასა და შეფერილობას აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი.
ლაპაჟერია
ლაპაჟერია-გასაოცარი მცენარეა, რომელიც ხუთ გრადუსამდე ყინვას იტანს. მას ძალიან ხშირად ნახავთ ორანჟერეებში, თუმცა მისი ბუნებრივი გავრცელების არეალი სამხრეთ ანდებია. სახელი ამ მცენარემ მიიღო ნაპოლეონის ცოლის ჟოზეფინას პატივსაცემად, რომლის სრული სახელი გახლდათ მარი როზ ჟოზეფა ტაშე დე ლა პაჟერი.
პავლონია
პავლონია-ესაა მაღალი მრავალწლოვანი ხე. მცენარეს პავლონია რუსეთის იმპერატორის პავლე I-ის ქალიშვილი ანა პავლოვნას პატივსაცემად უწოდეს. ხე იზრდება შორეულ აღმოსავლეთსა და ჩინეთში. მისი ერთეული ეგზემპლარები გვხვდება აგრეთვე ლაოსში, კამბოჯასა და ვიეტნამშიც.
რაფლეზია
რაფლეზია- ესაა ყვავილოვანი პარაზიტული მცენარე, რომლის სამშობლო ინდონეზიაა. ის თავისი სიცოცხლის დიდ ნაწილს სხვა მცენარის შტამზე ატარებს. ყვავილის დიამეტრმა შესაძლებელია ერთ მეტრს გადააჭარბოს. პარაზიტ-ყვავილს სახელი სინგაპურის დამაარსებლის- სერ ტომას სტემფორდ ბინგლი რაფლეზის პატივსაცემად დაარქვეს.
არისტოტელია
არისტოტელია ხარობს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ ამერიკაში. მისი ნაყოფი პატარა გულებს წააგავს, რომლისგანაც ლიქიორს ამზადებენ, აგრეთვე მას უმატებენ წითელ ღვინოში სასიამოვნო ფერის მისაცემად. რაღა თქმა უნდა, მცენარეს სახელი არისტოტელეს პატივსაცემად დაარქვეს.
სეკვოია
ამ უნიკალურ გიგანტებს შეუძლიათ სიმაღლეში 110 მეტრამდე გაიზარდონ. სეკვოიას მაქსიმალური ასაკი 2000 წელია. სახელი ხემ მიიღო სეკვოია ჯორჯ გესის – ჩეროკების ინდიელთა ტომის ბელადის პატივსაცემად.
ფრანკლინია
ფრანკლინია-ფოთლოვანი ხეა, რომელიც სიმაღლეში 6-10 მეტრამდე იზრდება. სამწუხაროდ, ტყეების უმოწყალო გაჩეხვის გამო, ის ბუნებში აღარ გვხვდება. მისი ნახვა მხოლოდ ორანჟერეებსა და დენდრარიუმებშია შესაძლებელი. ბენჟამენ ფრანკლინის შესახებ ყველას სმენია, ამიტომ ალბათ არავის გაუკვირდება, თუ რატომ ეწოდა მისი სახელი ამ ულამაზეს და უიშვიათეს მცენარეს..
ტერნერა
ეს არის მცენარეთა მთელი ჯგუფი, რომლებსაც სახელი ინგლისური ბოტანიკის მამის- თეოდორ ტერნერის პატივსაცემად უწოდეს. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მან მცენარებსა და ორნიტოლოგიას დაუთმო.
ბეგონია
ესაა მცენარეების მთელი სახეობა, რომელიც მოიცავს როგორც ყვავილებს, ასევე ერთწლიან და მრავალწლიან ბალახებს, ბუჩქებსა და ნახევრადბუჩქებს. მას სახელი ჰაიტის გუბერნატორის მიშელ ბეგონის პატივსაცემად ეწოდა.