ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა დანაკილის დაბლობი, რომელიც ეთიოპიაში მდებარეობს დაასახელა დედამიწაზე ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილად. არსებები, რომლებიც ამ დაბლობში გადარჩენას შეძლებენ, საზოგადოებას საშუალებას მისცემდნენ წარმოდგენა შეიქმნას თუ, როგორ გამოიყურება სიცოცხლე სხვა პლანეტებზე.
უცხოპლანეტური დაბლობი გარეგნულად მართლაც რომ ფანტასტიკურ სამყაროს ჰგავს. ამის მიზეზი უამრავი მარილია, რომლებმაც ის მრავალფერად “შეღებეს”.
დაბლობის თავზე ჰაერი გაჯერებულია ქლორიaxსა და გოგირდის ორთქლით, წყალი კი თითქმის დუღს და შეიცავს უამრავ მავნე ნივთიერებას. მიუხედავად ასეთი პირობებისა დაბლობი დაუსახლებელი არაა, აქ მიკროორგანიზმები ცხოვრობენ, რომლებიც მინიმუმ სამ სიცოცხლისუნარიან ეკოსისტემას ქმნიან.
ამასთან, როგორც მკვლევარები ამბობენ რთული პირობების გამო აქამდე დაბლობი თითქმის არ ყოფილა შესწავლილი, თვითონ დაბლობს ძალიან ცოტა ნაშრომი მიეძღვნა, მის “მცხოვრებლებს” კი არც ერთი.