რამდენიმე თვის წინ ბოსნიის ერთ-ერთ ტყეში სფერული ქვა აღმოაჩინეს, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებისათვის დღემდე გამოცანად რჩება.
ნახევრად გამომწვარი ქვა ბოსნიელმა არქეოლოგმა სემ ოსმანაგიჩმა აღმოაჩინა. ქვის წონა დაახლოებით 30 ტონას შეადგენს, დიამეტრი კი 1, 5 მეტრს. მოყავისფრო-მოწითალო ფერი მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ის ნაწილობრივ რკინისგან შედგება, თუმცა ანალიზები ამ დრომდე არ ჩატარებულა.
1990 -იან წლებიდან დაწყებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილი მსგავსი სფერული ფორმის ქვები, მეცნიერების ვარაუდით ხელოვნურია. არქეოლოგისთვის ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა აღმოჩენილია კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთსა და განსაკუთრებით ბოსნიაში, შორეულ წარსულში მოწინავე ცივილიზაციები ყვაოდა, რომელთა შესახებ არანაირი ჩანაწერი არ არსებობს.
გამოკვლევაში მონაწილე არქეოლოგის, სემ ოსმანაგიჩის აზრით, ადრე იმ ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩინეს სფერული ქვა, ცხოვრობდნენ მაღალ ინტელექტუალური ადამიანები, რომლებმაც ჩვენზე კარგად იცოდნენ გეომეტრიული ფიგურების ძალა, რადგან სფერო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურაა პირამიდებთან და კონუსებთან ერთად.