ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში. რესტორან „ასტორიასთან“ ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.