ჩოხატაურში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. საზეიმო ლენტი გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ გაჭრეს. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მოწვეული სტუმრები მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, ადგილობრივი სტრუქტურული ორგანოების ხელმძღვანელები და ექიმები დაესწრნენ.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე PSP აფთიაქის წინ, ჩოხატაურის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებისთვის PSP -ს მიერ მოწვეულმა ანიმატორებმა გასართობი ღონისძიება გამართეს. ცნობილი ანიმაციური გმირები მიკი მაუსი, სპაიდერმენი და ელზა ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო გასართობ აქტივობას, ცეკვას და კონკურსში ბავშვებთან ერთად მონაწილეობდნენ. ცეკვის, სიმღერის და ლექსების კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებს საჩუქრები, ღონისძიებაზე მოსულ ყველა დამსწრე ბავშვს კი PSP-სგან ტკბილეული გადაეცათ.
„დღეიდან ჩოხატაურის მოსახლეობას საშუალება აქვს, PSP-ში ყველაზე დაბალ ფასად შეიძინოს მედიკამენტების, კოსმეტიკის, ჰიგიენის და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ათეულობით ათასი პროდუქტი. ყველაზე ფართო ასორტიმენტი ყველაზე დაბალ ფასად, – გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. მომხმარებელი ყოველ 10 ლარზე გათამაშების ერთ ბილეთსაც მიიღებს და მათ შეუძლიათ PSP-ს გათამაშებაში 25 000 ლარი, ან გარემონტებული ბინა თბილისში, საბურთალოზე ან მომდევნო 10 წლის განმავლობაში 1000 ლარიანი ხელფასი მოიგოს. ვცდილობთ, პსპ-ში სტუმრობა მომხმარებლისთვის ჯანმრთლობასა და სილამაზეზე ზრუნვასთან ერთად სასარგებლოც იყოს,“ – აცხადებენ PSP-ში.
PSP – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშია უკვე 25 წელია. 1994 წლიდან PSP საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და მომსახურების ხარისხის გარანტია. 2017 წელს PSP-მ მომხმარებელს ახალი კონცეფციის „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ შესთავაზა. ჩოხატაურის აფთიაქიც ამ კოცეფციის მიხედვით სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა;
ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული დაევროპული
ცნობილი ბრენდების პროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. (R)