14 თებერვალს, მხოლოდ ერთი დღით, „ნიკორა სუპერმარკეტი” ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს, ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ნიკორა სუპერმარკეტის” და „ლიბერთის” ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში. ამ პროექტის ფარგლებში სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური ფასები შემუშავდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია.
პროექტის მიმართ ინტერესი და კმაყოფილება სოციალური ბარათის მფლობელებისგან იმდენად მაღალია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათთვის ყველაზე სასურველ 4 დასახელების პროდუქტზე, შევთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი.
14 თებერვალს, მხოლოდ ერთი დღით: ზეთის, კვერცხის, ქათმის და შვრიის ფანტელის შეძენას, სოციალური ბარათის მფლობელები ყველაზე დაბალ ფასად შეძლებენ. ვურჩევთ ყველას, ვინც სოციალური ბარათით სარგებლობს, არ გამოტოვოს ეს დღე და ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით, _ განაცხადა ,,ნიკორა სუპერმარკეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ.
მომხმარებელზე ზრუნვა, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს.
2018 წლის სექტემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები “ნიკორა სუპერმარკეტის” ნებისმიერ ობიექტზე, ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ.