„აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გაიხსნა, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ორი ბანკი მოსახლეობას ძარცვავს. ფატია, რომ 11 წლის წინ მომხდარ ფაქტზე ახლა დაიწყო გამოძიება და თუ ისეთ სამართლიან პროცესებთან გვაქვს საქმე, რასაც ნორმალური ბიზნესურთიერთობა ჰქვია, სჯობდა, „თიბისი ბანკზე“ შეტევა ადრე დაწყებულიყო.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო პრემიერზე, არამედ სასამართლოზე მაღლა დგას“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ, რომელიც თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჩანს, რომ თიბისი ბანკზე შეტევა „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო მიმდინარეობს.
„ამ ქვეყანაში სასამართლო რად გვინდა, გაუგებარია. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ „თიბისი“ბანკის“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლიანობის აღდგენის მოტივით არ მიმდინარეობს. ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც არ მოწონდა და საქმის მოკვლევა ამიტომ დაიწყო“, _ აღნიშნა ძაბირაძემ.