“ხელისუფლების მხრიდან ისეთ ბანკთან, როგორიც „თიბისია“ ასეთი სახის ურთიერთობა ქართული ეკონომიკისთვის და თავად „თიბისი ბანკის“ მომხმარებლებისთვის ძალიან ცუდია, რადგან მიმდინარე პროცესები „თიბისი ბანკსა“ და ეკონომიკას დააზარალებს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ახალი ეკონომიკური სკოლა_საქართველოს“ დამფუძნებელმა გია ჯანდიერმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ისეთ რისკზე არ წავიდოდა, რაც კანონს უზენაესობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
„ვნახოთ, მომავალში პროცესები როგორ განვითარდება. ჯერჯერობით, მხოლოდ ეჭვები არსებობს იმის შესახებ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესები პოლიტიკურად არის მოტივირებული, მაგრამ „ეროვნული ბანკი“ ისეთ რისკებზე არ წავიდოდა, რაც კანონის უზენაესობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“, _ აღნიშნა ჯანდიერმა.