ცნობილი თანამედროვე ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის “კოცნა“ ყველაზე რომანტიკულ სურათად აღიარეს. ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს, სწორედ ამ ნამუშევრს ჰყავდა ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ამერიკულ სახელოვნებო ვებ–გვერდზე, რომელიც ჩვენი დროის ცნობილი მხატვრების რეპროდუქციით ვაჭრობს.
გუსტავ კლიმტის შემდეგ, დამთვალიერების სიხშირით, მეორე ადგილზე გავიდა რენუარის “ცეკვა ქალაქში“, ხოლო მესამე ადგილი პაბლო პიკასოს “საყვარლებს“ ერგო. შეგახსენებთ, გუსტავ კლიმტის ცნობილი “კოცნა“ 1907-08 წლებში შეიქმნა და მხატვრის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად მიიჩნევა. ტილო ვენის გალერეაში ინახება.
უნდა ითქვას, რომ გუსტავ კლიმტი ბოლო პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მხატვარია მთელს მსოფლიოში და გასულ წელს, ყველაზე ძვირად სწორედ ამ მხატვრის რეპროდუქცია იყიდებოდა სხვა მხატვართა შემოქმედებას შორის.