მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თანდაყოლილი ათაშანგის (სიფილისის) შესახებ ახალ შეფასებას აქვეყნებს.
შეფასების მიხედვით, 2012-2016 წლებში თანდაყოლილი ათაშანგის შემთხვევები 750 000-იდან 660 000-მდე შემცირდა. თუმცა, დაინფიცირებული ქალების და ახალშობილების რიცხვი მაინც მაღალია.
ინფექციის შედეგად 200 000 მკვდრადშობადობის და ახალშობილის დაღუპვის შემთხვევაა დაფიქსირებული.
ათაშანგის არის ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია და ყოველწლიურად 6 მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება.
ორსული ქალი, რომელიც დაინფიცირებულია, თუ დროულად არ ჩაიტარებს საჭირო მკურნალობას, ინფექცია დაუბადებელ ნაყოფზე გადადის. ეს ცნობილია, როგორც თანდაყოლილი სიფილისის სახელით.
ინფექციას ასევე შეუძლია ახალშობილის ნაკლებწონიანობის და სხვა თანდაყოლილი დეფორმაციების გამოწვევა.
თანდაყოლილი ათაშანგის, მალარიის შემდეგ, მკვდრადშობადობის მეორე წამყვანი მიზეზია.