ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მონაკვეთზე. ზედა ეწერთან სატვირთო ავტომობილი და ML-ის მარკის ჯიპი ერთმანეთს შეეჯახნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.