„საკითხი უნდა განვიხილოთ შიგნით, ეკლესიაში, რადგან სპეკულაციები უნდა დასრულდეს. საპატრიარქო ყველაფრისთვის მზად არის, მათ შორის შეწყალების მოთხოვნაზე“, _ აღნიშნული განცხადება დღეს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა გლდანის ციხეში გიორგი მამალაძის მონახულებისას გააკეთა.
მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქო შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მალე მიმართავს და ქვეყნის პრეზიდენტიც, მისი აზრით მამალაძეს შეიწყალებს.
“დანარჩენებს თქვენ იხილავთ. მსჯავრდებული თავად იტყვის დანარჩენ ყველაფერს. მართალია, მას არ უწყობს ჯანმრთელობა ხელს, თუმცა გამოჯანმრთელდება. ის, რომ საპატრიარქომ უთხრა უარი შეწყალებაზე, იყო არასწორი ინტერპრეტაცია. რა პასუხიც მამალაძისგან მივიღე, ამაზე შიგნით ვიმსჯელებთ. მიმაჩნია, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და პატრიარქის პოზიცია არის დადებითი”, _განაცხადა მეუფე ანტონმა.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს
მას სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.
2 თებერვალს კი მამალაძის საქმე სტრასბურგში გაიგზავნა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს.