ვატიკანის წარმომადგენელს პარიზში, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, _ აღნიშნულ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 74 წლის ლუიჯი ვენტურა პარიზის მერის თანამშრომლებს ავიწროებდა.
ბრალდების მიხედვით, დარბაზში, სადაც მერს დიპლომატებისთვის, რელიგიური ლიდერებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის უნდა მიემართა, ვენტურამ მამაკაცი სექსუალურად შეავიწროვა.
მსგავსი საჩივარი ვენტურას წინააღმდეგ გასულ წელსაც დაფიქსირდა.
როგორც კანადური გამოცემა Presence იუწყება, ვენტურას მსგავსი დანაშაულის ჩადენაში 2008 წელს, კვებეკშიც ადანაშაულებდნენ.
გარდა ამისა, ვატიკანის ელჩის მიმართ, რომელიც 2001-2009 წლებში კანადაში მსახურობდა, გამოძიება სექსუალური ძალადობის ბრალდებითაც მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ვენტურა მსახურობდა ბრაზილიაში, ბოლივიაში, ბრიტანეთში, შემდეგ ბურკინა ფასოში, ნიგერიაში, ჩილესა და კანადაში.
როგორც ცოტა ხნის წინ რომის პაპმა განაცხადა, კათოლიკური ეკლესია მსგავსი სახის ბრალდებებს აღარ დააიგნორებს.
საფრანგეთი ვატიკანს ქმედებისკენ მოუწოდებს და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ვენტურასთვის დილპლომატიური იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს.