“არის თუ არა სასარგებლო თაფლი”_ამ სათაურით BBC კვების თერაპევტის ნიკოლა შაბრუქის სტატიას აქვეყნებს.
თაფლი სქელი, ოქროსფერი სითხეა, რომელსაც ფუტკრები მცენარეების ყვავილებისგან ამზადებენ.
ის ცხოველურ პროდუტქად ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ თაფლი 100%-ით ნატურალური პროდუქტია, თითო ჩაის კოვზი 5.6 გრამ შაქარს შეიცავს.
თაფლი შეიცავს 40% ფრუქტოზას და 30% გლუკოზას, წყალთან და სხვა მინერალებთან ერთად.
თაფლში უფრო მეტი კალორიაა, ვიდრე შაქარში, მაგრამ ის, ასევე შედარებით ტკბილია და ცოტა გამოიყენება.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2007 წელს კვლევამ გამოავლინა, რომ მშობლები ბავშვებს თაფლს ხველის საწინააღმდეგოდ და ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების ინფექციით გამოწვეული გაძნელებული სუნთქვის შესამსუბუქებლად აძლევენ. სასურველია, ბავშვისთვის ხველისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციის მკურნალობა ფარმაცევტის ან ექიმის მიერ მოხდეს.
თაფლს აქვს ნატურალური ანტიბაქტერიული უნარი, რისი მეშვეობითაც ჭრილობის მოშუშებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება თაფლის მოხმარებით გამოწვეულ ზიანს, თერაპევტის თქმით, თაფლს ბოტულიზმის გამოწვევა შეუძლია, რის გამოც, არ არის რეკომენდირებული წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიცემა.
გარდა ამისა, თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რის გამოც, მას კბილების გაფუჭება შეუძლია.