ცოტა ხნის წინ პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა რიჩარდ გირმა ქალაქ ნიუ-იორკის აუქციონზე გიტარების საკუთარი კოლექცია გასაყიდად გაიტანა.
რასაკვირველია, კინომსახიობის კოლექცია რამდენიმე საათში დაიტაცეს და მისი ყოფილი მფლობელი 936 438 დოლარით გამდიდრდა. ამ ფულის დახარჯვას გირი „გლობალური ჰუმანიტარული პროექტების“ განხორციელებისთვის აპირებს.
აუქციონზე წარმოდგენილი იყო გიტარები, რომლებიც თავის დროზე ცნობილ ბლუზმენ ალბერტ კინგსა და რეგის შემსრულებელ პიტერ ტოშს ეკუთვნოდა.
ყველაზე ძვირად 1960 წელს გამოშვებული გიტარა „Les Paul” გაიყიდა. მისთვის უცნობმა მყიდველმა 100 ათასი დოლარი გადაიხადა.
რიჩარდ გირმა განაცხადა, რომ გიტარების კოლექციის შეგროვებას არასოდეს გეგმავდა, უბრალოდ ყიდულობდა იმ ინსტრუმენტებს რომლებიც მოსწონდა.
მსახიობი გიტარის გარდა ფორტეპიანოზეც შესანიშნავად უკრავს.