“ვურჩევ, ამ პოლიტიკურ ჭინთვებსაც თავი დაანებოს”, _ ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეკა ბესელიას მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით სხდომის დანიშვნას არავინ აიძულებდა:
“კობახიძემ მთხოვდა საბრალო სახით, რომ სხდომა დამენიშნა. კი, ის ლობირებდა იმ სიას, ის თანახმა იყო, რომ ეს სხდომა ჩატარებულიყო და სია გამომეტანა. მე ვურჩევ მასაც და სხვებსაც, თავი დაანებონ ამ თემებზე სპეკულაციებს, ამ პოლიტიკურ ჭინთვებსაც თავი დაანებოს, ან თქვას, რა არის ის სხვა მიზეზი, რის გამოც გადავდექი. ნუ იტანჯება. ამით ნუ ახსნის, რომ მე მიფრთხილდება, რომ რაღაც იციან და ვერ ამბობენ. ისე საბრალოდ გაეხლართნენ და გაეჭედნენ ამ თავის მოფიქრებულ სცენარში, რომ ვეღარ გამოაგნეს იქედან გზა”, _ განაცხადა ბესელიამ.