დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად იქცა. ეს კი სამუშაო დღის დასასრულს თვალების ძლიერ დაღლას იწვევს.
ინგლისელი მკვლევარების მტკიცებით, მხედველობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია თაფლის რეგულარული მიღება.
თაფლი ნატურალური პროდუქტია, შეუცვლელი წყარო ნივთიერებათა განსაზღვრული კომპლექსისა, რომელიც აუცილებელია თვალის ბადურის ნორმალური მუშაობისთვის.
აღმოჩნდა რომ უკეთესი მხედველობისთვის საუკეთესოა ცაცხვის თაფლი. მისი მიღება საჭიროა დილით, უზმოზე.
გაღვიძებისთანავე, კბილების გახეხვამდე ათი-თხუთმეტი წუთით ადრე, ნელ-ნელა მიირთვით ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ასეთივე პროცედურა უნდა ჩაატაროთ ძილის წინ.
კატარაქტის, თვალის ტკივილისა და ანთებითი პროცესების დროს ძალიან შველის თაფლის წვეთები.
წვეთების დასამზადებლად საჭიროა ერთი წვეთი თხევადი თაფლი გაიხსნას ათ წვეთ გამოხდილ ან სუფთა წყაროს წყალში. მიღებული ნაზავი თვალებში დილაობით უნდა ჩაიწვეთოთ.
მკურნალობის კურსი ორ კვირას შეადგენს. ამ დროის გასვლის შემდეგ საჭიროა მისი შეწყვეტა ათი-თორმეტი დღით. წვეთების თითო ულუფა გათვლილია ორ-სამ დღეზე.
მდგომარეობის გაუმჯობესებას უკვე რამდენიმე პროცედურის შემდეგ შენიშნავთ.