https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გულანთებული ბიჭები იყვნენ, ქვეყნის დასაცავად გაცნობიერებულად რომ წავიდნენ სიკვდილზე”

9:03; 18.03.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული მებრძოლების ნეშტები, 26 წლის შემდეგ, მშობლიური კუთხეებს დაუბრუნეს.

ეს მებრძოლები ქუთაისის 21-ე ბატალიონის ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც აფხაზეთის ომში 1993 წლის 21 სექტემბერს წაიყვანეს.

ჟურნალისტი ნანა კუხალაშვილი მაშინ ტელეკომპანია “რიონში” მუშაობდა. “გურია ნიუსთან” საუბრისას იხსენებს, რომ 21 სექტემბერს, სოხუმში, დაახლოებით, 150 ადამიანი გადაფრინდა:

“ფაქტობრივად, დაცემული იყო სოხუმი, თუმცა, წასვლა მაინც გადავწყვიტეთ. 7 საათი ველოდით აფრენის ნებართვას. გენერალი ნაირაშვილი უარზე იყო, ამბობდა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა, რადგან წინა დღეებში ყველა ჩამოაგდეს. მიუხედავად ამისა, მაინც გვინდოდა სოხუმში ჩასვლა. გაცნობიერებული გვქონდა, რომ უნდა დავღუპულიყავით, მაგრამ 7 საათის ლოდინის შემდეგ მაინც წავედით. “ოერტე”-ს ოპერატორი მახლდა, ძლიერი პროფესიონალი და მას აქვს კადრები მოლოდინის რეჟიმის, ჩაფრენის. დაფიქსირებულია ყველას სახე, ემოცია. ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ დაცხეს ტაში ბიჭებმა დაფრენის დროს. ეს მართლა საოცრება იყო, რადგან ბაბუშერას როცა მიუახლოვდებოდა თვითმფრინავი, მაშინვე აგდებდნენ. ერთადერთი თვითმფრინავი, რომელიც გადარჩა, ჩვენი იყო”, _ იხსენებს ნანა კუხალაშვილი.

მისივე თქმით, ბატალიონის წევრები სოხუმში ჩასვლისთანავე სხვადასხვა პოზიციებზე გადაანაწილეს:

_ გულანთებული ბიჭები იყვნენ, ქვეყნის დასაცავად, გაცნობიერებულად რომ წავიდნენ სიკვდილზე, _ ამბობს ნანა, რომელსაც ამ თემაზე საუბარი უჭირს.

26 წლის მძიმე მოვლენების გახსენება ადვილი არ არის დავით გვენეტაძისთვისაც _ ის ამ ბატალიონის წევრი იყო და იმ ბიჭების გვერდით იბრძოდა, რომელთა ცხედრები 15 მარტს ჩამოასვენეს.

_ 21 სექტემბერს ჩავედით. 26 სექტემბერს, გვიან ღამით გამოგვყავდა დაჭრილები. გვითხრეს, რომ გამოვსულიყავით. 13 კაცს 4 გარდაცვლილი გამოგვატანეს და ალყაში მოვყევით. მაშინ ორივე ფეხში დავიჭერი, თუმცა, გამოსვლა მოვახერხე. ჩემი მოკვლაც უნდოდათ, მაგრამ სოხუმში მცხოვრებმა ბერძენმა ქალმა გადამარჩინა. რიმა ერქვა _ საკუთარ სახლში შემიფარა და მის ბინაში მცხოვრებ აფხაზ მებრძოლებს სთხოვა, რომ გადავერჩინეთ. უთხრა, ჩემი შვილის მეგობარია და არაფერი მოუვიდესო. წამიყვანეს და გუდაუთაში ჩამაბარეს, _ გვიყვება დავით გვენეტაძე.

მისივე თქმით, მის გვერდით მებრძოლებს შორის ჩოხატაურელი ლექსო ბერაძე და ლანჩხუთელი თამაზ ტყეშელაშვილიც იყვნენ. ისინი 26 სექტემბერს, ბრძოლის ველზე დაიღუპნენ და მათი ცხედრები ოჯახს 26 წლის შემდეგ დაუბრუნდათ:

თამაზ ტყეშელაშვილის ძმა, ჯუმბერ ტყეშელაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ძმის შესახებ ინფორმაციას წლების მანძილზე ეძებდნენ.

 _ 23 წლის იყო, როცა ქუთაისიდან, 21-ე ბრიგადის რეზერვისტთა ბატალიონიდან წაიყვანეს. ომის ბოლო დღეები იყო. წაყვანიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში ყველაფერი მორჩა კიდეც. მას შემდეგ ვეძებდით, მაგრამ ვერაფერი გავარკვიეთ, _ იხსენებს ჯუმბერ ტყეშელაშვილი.

მისივე თქმით, ამ წლების მანძილზე ბევრი ვერსია მოისმინეს:

_ ვიპოვეთ ბიჭები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ. ერთმა გვითხრა, რომ თამაზს დაჭრილი თანამებრძოლი გამოყავდა ბრძოლის ველიდან და მაშინ თავადაც დაიჭრა. ექიმიც ვიპოვეთ, რომელიც ამბობდა, რომ დაჭრილების სიაში იყო, თუმცა, კვალს ვერ მივაგენით, _ აღნიშნავს ჯუმბერ ტყეშელაშვილი.

აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის ძმის თქმით, ყველაზე რთული ეს 26 წელი დედისთვის იყო:

_ საფლავიც არ ჰქონდა, რომ დაეტირებინა. ეს უმძიმესი წლები იყო ჩვენს ცხოვრებაში, _ გვითხრა ჯუმბერ ტყეშელაშვილმა, რომელმაც მის შვილს, ძმის საპატივცემულოდ თამაზი დაარქვა:

_ მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდით არაფერი, მისი სახელი არავის დაუვიწყებია _ ჩემს შვილს თამაზი დავარქვით. ვიგონებდით, ვიხსენებდით. ლანჩხუთში ტარდებოდა მისი სახელობის ტურნირები და ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ ვბედავდი, რომ მისი სადღეგრძელო, როგორც გარდაცვლილის, ისე დამელია, _ ამბობს ჯუმბერ ტყეშელაშვილი.

ლექსო ბერაძის ძმა, კახა ბერაძე გვიყვება, რომ მისი ძმა თანაბერძოლებთან ერთად ერთად დამარხეს:

_ ადგილი, სადაც ისინი იბრძოდნენ, სოხუმში მე-15 სკოლასთან მდებარეობს და “ახალი დასახლება” ჰქვია. სროლის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით იქ მყოფი ერთი ქალი, თუ არ ვცდები, ნანი ჭყონია შემთხვევის ადგილზე მივიდა და 12 დაღუპული, ასევე, დაჭრილი სამხედრო ნახა. სომეხი მეზობლების დახმარებით იქვე დიდ ორმოში დამარხეს დაღუპული მეომრები, _ ამბობს კახა ბერაძე.

როგორც გავარკვიეთ, ეს ამბავი 2017 წელს, მადრიდში ჩასულ ლტოლვილთა და განსახლების იმდროინდელი მინისტრის მოადგილეს, გოგი ფაცაციას სწორედ ნანა ჭყონიამ უამბო და მისი მონაყოლის მიხედვით შეძლეს სამარხების პოვნა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.

პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. 1 ოქტომბერს, რუსეთის არმიის დახმარებით, აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, თუმცა, რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არმიის დახმარებით სხვადასხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა 30 000-მდე ქართველი მოკლეს. აფხაზეთი იძულებით 250 000-მდე ქართველმა დატოვა. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1 თებერვალი, 2026

მაყვალა ოსეფაიშვილი _ პედაგოგი, რომელიც წლების შემდეგაც იდეალად ჰყავთ ყოფილ მოსწავლეებს

ქურდობა ოზურგეთში _ შსს-მ სამი არასრულწლოვანი ამხილა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026
მსოფლიო

ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

13:22; 1.02.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

12:38; 1.02.2026
მსოფლიო

ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

12:19; 1.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო