მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი 24 მარტს, დუბაიში დაგეგმილ წლის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება. შეიძლება ეს ლანჩხუთის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა იყოს… წარმოუდგენელი სულაც არა, რადგან მასწავლელის ეროვნული ჯილდოს მფობელი ლადო მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელთა შორისაა და მსოფლიო ჯილდოს ფინალისტია.
ფინალურ ათეულში მოხვედრილი ლანჩხუთელი პედაგოგი დღეს მიემგზავრება არაბთა გაერთიანებულ საიმიროებში და გამარჯვების შემთვევაში საუკეთესო პედაგოგის ტიტულთან ერთად მილიონი აშშ დოლარის მფობელიც გახდება.
„ვთვლი, რომ მასწავლებელთა საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვებაა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა. რაც შეეხება საპრიზო თანხას -თუ მილიონი მხოლოდ შენთვის გინდა, ცოტაა, მაგრამ თუ მას სხვებს მოახმარ, მაშინ ძალიან დიდი ფულია. ვინაიდან მილიონით უამრავი ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლება, ის ჩემთვის არ მინდა. მაგრამ ახლა, ამაზე მეტად, იმ მომენტზე ვფიქრობ, როდესაც ეს ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება და სკოლაში, ჩემს მოსწავლეებთან დავბრუნდები“, _ ამბობს ლადო აფხაზავა, რომლის გეგმებში დუბაიში რამდენიმე მასტერკლასის გამართვაც შედის.