https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მათი ქცევა და მანერები თავადების შესაფერისია“ _ უცხოური პრესა გურულების შესახებ

9:03; 21.03.2019
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

,,ყარამან_სხვაის რა მოგახსენო და ვინც ჩვენთან მოდის, მოგეცა სიცოცხლე_მდიდრდებიან. ნუ გეშინია, გზაში აფერი ეხარჯება, ადგილზე ცხოვრება აფერი უჯდება. ცხენი ეძლევა. ოღონ შენ იმუშავე ცხენზე და იყავი შენთვის. თვეში მიიღე ასი მანათი და რაც გინდა, იგი უქენი; გინდა შინ გააგზავნე, გინდა იქეიფე…” (ნ. ნაკაშიძე ,,ვინ არის დამნაშავე?”)

სანამ ამბის მოყოლას დავიწყებდე… უკვე ოც წელზე მეტია, რაც გურული მოჯირითეების ისტორიაზე ვმუშაობ, მას შემდეგ კი, რაც ჩემი ფილმის გადაღებისას ბატონმა ამირან ცამციშვილმა, ამ საქმის პირველმა მკვლევარმა  დამაკვალიანა, ეს ჩემს მოთხოვნილებად გადაიქცა. დღესაც ყველგან, სადაც კი შეიძლება, ვეძებ გურულ მოჯირითეებთან დაკავშირებულ ამბებსა და ფოტოებს და ვპოულობ კიდევაც ხშირად. მაგრამ, ასევე, ინტერნეტში თუ ბეჭდურ გამოცემებში ხშირად მხვდება ჩემი ტექსტებიდან პირდაპირ  მოპარული, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ და თავისად გასაღებული წერილები. ,,ავტორებს” ეზარებათ თუ სირცხვილად მიაჩნიათ წყაროს მითითება, ვერ გამიგია… თუმცა, უპასუხოდ თითქმის არავის ვტოვებ…

ახლა კი საქმე:

როგორც წესი, შოუს მეპატრონეები მონაწილეებს, რაღა თქმა უნდა, ქართველებსაც, კონტრაქტს უდებდნენ, კონტრაქტი იდებოდა 6 თვის ვადით

,,ამნაირათ დღესაც დადის ლუკაია (ჩხარტიშვილი_ი.მ.) ამერიკაში და ასრულებს მტკიცეთ და განუდრეკელათ იმ ინგლისელთან თავის პირობას. ლუკაია ღებულობს ბ-ნი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორისაგან სამზღვარ გარეთ გასვლის ნებართვას, ყოველ მარტის დამდეგს და მიჰყავს ამერიკაში ცხრა-ცხრა ყმაწვილი; ხოლო ბრუნდება ამერიკიდან კავკასიაში იმავე წელს ოქტომბრის გასულს”. (,,კვალი”, 1896 წ.)

 ზამთარში, როცა შოუ იხურებოდა, მოჯირითეები ან სახლში ბრუნდებოდნენ, ან რჩებოდნენ ამერიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში თავის თავზე თვითონვე უნდა ეფიქრათ. (,,…შოვი რომ იკილტება ნიორგში მისვლას უნდა 35 დოლარი 70 р. კარგათ არ ვიცი,  სად დავრჩები ამ ზამთარში”_ქრისტეფორე იმნაძის წერილიდან.

,,…იმის სიმაგრეა ზამთარში მუშაობა ამერიკაში მარა ჩვენ კვირეში ორ დღეს მაინც წევიმუშავებთ და იმით თავი გვინდა გევიტანოთ…”_ უცნობი მოჯირითეს წერილიდან).

იქ გათვალისწინებული იყო სხვადასხვა პუნქტები, მათ შორის: დასახიჩრების შემთხვევაში მეპატრონე ყველა ხარჯს თავის თავზე იღებდა, სეზონის დამთავრებისას მონაწილეს აუცილებლად ეძლეოდა იმ რაოდენობის თანხა, რათა ის სამშობლოში დაბრუნებულიყო.

მოცემული იყო შოუს მონაწილის ქცევის წესები: მონაწილეს ყოველთვის წესრიგში უნდა ჰქონოდა ამუნიცია, ტანსაცმელი, უნდა მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ჯენთლმენებს შეეფერებათ, არ უნდა ჰქონოდა ადგილი ჩხუბს, ლოთობას, აზარტულ თამაშებს, აკრძალული იყო თვალის ჩაკვრა, გადალაპარაკება და საერთოდ არშიყი აუდიტორიაში მჯდომ ქალბატონებთან (,,არენაზე ციცებთან ლაპარიკი აკრძალული იყო მარა შემდეგ რავარც ტკიპა ისთე იყვენ მიწეპებულნი ჩვენს ბიჭეფიზა, ვერ მუაშორებდი. ანცანდრეს იქოური ქალი შუუჩთა, ცოლად გამოგყობიო… ჯერე უარობდა, მარა მერე დეიწერა ჯვარი და დეეთხუა შოვს ახლა ცხოვრობს კალიფორნიაში ცოლთან  ერთად”, _  წერდა  უცნობი მოჯირითე.).

აკრძალული იყო აგრეთვე ჩექმებით ლიგინში დაწოლა. განსაზღვრული იყო ბარგის რაოდენობაც, აკრძალული იყო აგრეთვე ძაღლებიც, გამონაკლისს შეადგენდნენ ინდიელები, რადგან მათ ძაღლები გამოსვლებში სჭირდებოდათ.

,,მათი ქცევა და მანერები თავადების შესაფერისია, კაზაკებს ისე უჭირავთ თავი, რომ ეს მაღალ წარმომავლობაზე მიუთითებს. ჩვენ დაბადებიდან თავადები ვართო, _ აცხადებენ ისინი და ეს გამოსჭვივის მათ სიტყვა-პასუხსა თუ დარბაისლურ მიხვრა-მოხვრაში. ჩვენ არ ვიცით კარგად რუსული, ჩვენ ყველანი ჩვენს ენაზე _ ქართულად ვლაპარაკობთ, _ აცხადებს მათი ბელადი და საუბრის დროს მოჩანს მისი სპილოს ძვალივით თეთრი კბილები”, _იტყობინებოდა ერთი გაზეთი. 

Brooklyn Citizen, 1894, საგანგებოდ აღნიშნავდა: ,,კაზაკებს მართკუთხა კარვები აქვთ, რომლებსაც ისინი იდეალურ მდგომარეობაში ინახავენ. კარვებში თითოეული მონაწილის აღჭურვილობა სრულ მზადყოფნაშია წარმოდგენისათვის… პატარა მაგიდაზე რამდენიმე წიგნი, ბანქო და სხვადასხვა საწერი საშუალება მომხიბლავი წესრიგით არის დალაგებული…. ხის იატაკი გაწმენდილ-გასუფთავებულია, ხოლო მათი საწოლები ეს აკურატულობის ნიმუშია.”

ქართველები უცხოეთში ყოფნისას ცდილობდნენ არაფერი ისეთი არ ჩაედინათ, რაც მათ შეარცხვენდა, ამას ადასტურებს კირილე ხოფერიასა და გიორგი ჩხაიძის მოგონებანიც _ გურულები რესტორნებში ევროპულ ტანსაცმელში, ხანდახან ჩოხა-ახალუხში გამოწყობილნი შედიოდნენ. ბევრმა ამა თუ იმ კერძის ჭამის წესი არ იცოდა, ამიტომ სხვებს აკვირდებოდა. გურულების მადის შესახებ წერდნენ, რომ მათ ქვა რომ გადააყლაპო, იმასაც მოინელებენო. ბაფალო ბილის ველური დასავლეთის შოუს მთავარი მზარეული ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა: ,, …ჩვენ ყოველდღე ვამზადებთ 800-დან 1000-მდე ბიფშტექსს… ო, ბიჭები ბიფშტექსის ნამდვილი მტრები არიან! კაზაკებს და ინდიელებს ხორცი უნდათ სამჯერ დღეში და ისინი მას ღებულობენ!”

 ერთხელ მოჯირითეები სასადილოში შესულან და ერბო-კვერცხი მოუთხოვიათ, მაგრამ ინგლისურის არცოდნის გამო ოფიციანტს ვერაფერი გააგებინეს. მაშინ მოჯირითე სერაპიონ იმნაძე ოდნავ ჩაიცუცქა, ხელები ქათმის ფრთებივით აამუშავა და კაკანი მორთო: კო კო კო! ამან სასადილოში მხიარულება გამოიწვია, ოფიციანტი კი მიუხვდა, თუ რა უნდოდათ ამ უცნაურ გადამთიელებს. ყველაფრის მიუხედავად, ხშირი იყო ჩხუბებიც და უსიამოვნო ინციდენტებიც, Arkansas Democrat (1901, 21 ოქტომბერი) აღწერს შემთხვევას, როდესაც დილაუთენია ცხრის ნახევარზე ვინმე მიულერის სალუნში იქ მყოფთ შიშის ზარი დასცა წითელი ღვინით გამომთვრალმა კაზაკმა. იგი ხანჯლით ემუქრებოდა მოქალაქეებს და სალუნიდან აგდებდა, მისი ამხანაგები ცდილობდნენ მის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ, მოვიდა პოლიციელი და მთვრალი ხანჯლით მისკენაც გაიწია. იგი წაიყვანეს პოლიციაში და ელოდებოდნენ მის გამოფხიზლებას, რათა დაეკითხათ. რაც შეეხება მის სახელს, ეს მეორე პრობლემა აღმოჩნდა, რადგან ერთადერთი, რაც პოლიციელებმა გაიგეს ეს იყო მისი სახელი, რომელიც ამგვარად ჩაწერეს ‘თჰეფორდ”. სამწუხაროდ, არ ვიცი თუ როგორ დამთავრდა ეს ისტორია.

გიორგი ჩხაიძის შვილი მამის ერთ მონაყოლს იხსენებს _ ერთხელ ჩიკაგოში მყოფმა გურულებმა ვარჯიშის შემდეგ ვაშლის მშვენიერ ბაღებს ჩაუარეს. ერთ-ერთი მათგანი გადახტა ბაღში, დაკრიფა ვაშლები და ამხანაგებს დაურიგა. მეორე დღეს ეს ამბავი გაზეთში დაუბეჭდავთ, კაზაკები ვაშლებს იპარავდნენო. გურიაში რამდენიმე ცალი ვაშლის მოკრეფისათვის ვინ რას გეტყოდა, ამერიკაში კი რაც კაზაკებთან იყო დაკავშირებული, ყველაფერში სენსაციას ეძებდნენ. სირცხვილით გარეთ როგორ გამოვსულიყავით, არ ვიცოდითო, _ იხსენებდა მოჯირითე. 

მიუხედავად ყველაფრისა, ჟურნალ-გაზეთები უამრავ შეთხზულ ამბავს ბეჭდავს მათ შესახებ. აი, მაგალითად, რას წერდა პარიზის Petit Journal, რომლის წერილი გაზეთმა „ივერიამ” გადმობეჭდა (1893 წ. #58): `ჩვენს რედაქციას ამ დღეებში თხუთმეტი კავკასიელი ეწვია. ყველანი საუკეთესო და თამამი მხედარნი არიან. ეს კავკასიელები ჩიკაგოს მიემგზავრებიან ბ-ნ ერკოლის მეთაურობით. ჩიკაგოს გამოფენაზედ, სხვათა შორის, დოღიც გაიმართება, რომელშიაც მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის კავალერისტები, გერმანელი ულანები, ინგლისელები, ამერიკის ინდიელნი და ეს კავკასიელნიც. კავკასიელ მხედართა მეთაური, ბ-ნი ერკოლი გამოცდილი კაცია და დარწმუნებულია, ჩემი დასი გაიმარჯვებს დოღშიო. ცხენები უკვე გაუგზავნიათ გემით ამერიკაში. დასს მეთაურობს თ. ეკისთავი (ერისთავი თუ იქნება). მეთაური დასისა არაფრით განირჩევა თავის ამხანაგებისაგან: შავი ტყავის ქუდი ჰხურავს, ნაბადი, წითელი ტანთსაცმელი აცვია, მასრებით, შეიარაღებულია გრძელ დამბაჩებით და ხმლითა, ხმლის ტარი ჩუქურთმიანი, ქარქაში შავი ტყავისაა.

ყველანი სამეგრელოს და საქართველოს (ი.მ.) შვილები არიან და ბევრჯერ მიუღიათ მონაწილეობა მტერთან ბრძოლაში და ყველანი რუსეთის ჯარში ყოფილან, თუმცა ამ ერის ენა სრულებით არ იციან, რომელსაც ემსახურებიან.

საკვირველს სურათს წარმოადგენენ ეს მეომარნი: სახე ერთსა და იმავე დროს მკაცრიცა აქვთ და წყნარიც, შავი, ჭკვიანი თვალები და შავი, გრძელი წვერი რაღაც უცნაურ ელფერს სდებს მათ სახეს… სთქვეს თავიანთი სიმღერა, რომელსაც რაღაც უცნაური მელოდია ჰქონია, თუმცა სიმღერა წყნარი იყო, მაგრამ შიგადაშიგ საშინლად გაჰკიოდნენ…

ამ სიმღერის გამგონმა საკმარისია თვალები დახუჭოს და იმ წამსვე წარმოუდგება აზიის ხრიოკი ვაკე და მათ შორის ბრბო მეომართა, რომლებიც თავიანთ ღმერთებს ლოცულობენ და სისხლის დასაღვრელად ემზადებიან.~ შეთხზა რა აღფრთოვანებულ ფანტაზიით ეს საოცარი სურათი, გაზეთი Petit Journal დასძენს: რარიგ განსხვავდებიან ჩვენს განათლებულ ერისაგან ეს ბარბაროსები აზიისა, რომლებიც ამპარტავნობენ თავის ახოვანის ტანით, იარაღის სილამაზით და იმავე დროს ბავშვებსავით უხარიათ, როცა შამპანის ღვინით სავსე ბოთლები იხსნება! (სტატიაში ლაპარაკია ამერიკაში გასული გურულების პირველ გუნდზე).

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

ადა მარშანია: რაც თავში მომივა იმას ვიტყვი _ თქვენ საცოდავებო, თქვენ უბადრუკებო

რუსული ნარატივის საუკეთესო მაგალითი სალომე ზურაბიშვილის შემდეგ _ წულუკიანის პასუხი მარშანიას

ყველა სიახლე

სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება

20:58; 25.01.2026
მსოფლიო

ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

20:52; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი

20:34; 25.01.2026
მსოფლიო

ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

18:23; 25.01.2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო