ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების გაუმართაობა გააპროტესტეს. პატია “თავისუფალმა საქართველომ” აქცია-პერფორმანსი გამართა და მერიაში ღამის ქოთნები და საფენები მიიტანა.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას თქმით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმრთავია, რის გამოც ადგილობრივ მოსახლოებას და ტურისტებს პრობლემები ექმნებათ.
“საქველმოქმედო ორგანიზაციამ ამერიკიდან გამოაგზავნა ღამის ქოთნები და საფენები, რადგან საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმართავია, ამიტომ გადავცემთ მერს და მოვუწოდებთ, დაურიგოს ტურისტებს და ამით მაინც მოვაგვაროთ პრობლემა. წარმატებულობაზე რომ გაქვს პრეტენზია, ერთი ტუალეტი მაინც უნდა გახსნა. ამერიკელები დამპირდნენ, რომ თბილისისთვისაც გამოაგზავნიან და კალაძესაც გავუგზავნით”, – განაცხადა გოგი წულაიამ.
პარტიის წევრებმა მერიაში განცხადება მიიტანეს და ნივთების კანცელარიაში დატოვება სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მერიაში ნივთები არ შეატანინეს.
წყარო: “იმედინიუსი”