გუშინ, გვიან ღამით ახალგაზრდა ქალმა დედა დაჭრა. შემთხვევა თელავში მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანით შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცავებმა დამნაშავე უკვე დააკავეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.