ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, სოფელ წითელმთაში.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, მანქანა მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევას ოზურგეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, 43 წლის რომეო ჩხაიძე ემსხვერპლა.
“გურია ნიუსი” წუხილს გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.