ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ერთადერთი ოპოზიციური ფრაქცია _ „ლანჩხუთი ძლიერი თვითმმართველობისთვის“, სახელწოდების შეცვლას გეგმავს. ფრაქციის ერთ-ერთი წევრის კახა ასკურავას ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართეს საკრებულოს ბიუროს. ასკურავას თქმით, ფრაქციას სამომავლოდ „ძალა ერთობაშია“ დაერქმევა.
ცნობისთვის, ზემონახსენები ფრაქცია გასული წლის დასაწყისში შეიქმნა სამი წევრის შემადგენლობით. მაშინ კახა ასკურავასთან და სოსო ჩხაიძესთან ერთად, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენენ, საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით შესული ლელა ჩახვაძე გაერთიანდა.