სოფელ ახატანაში ვიცე სპიკერ გია ვოლსკის სახლი გაქურდეს. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. უცნობია რისი წაღება მოახერხეს სახლიდან. შსს არც ამ ინფორმაციას ადასტურებს.
სამაგიეროდ, ქურდობას ადასტურებენ ადგილობრვები და ის დაზიანება, რომელიც სახლზე ამ დრომდეა შემორჩენილი _ ჩატეხილი შუშა.
ადგილობრივების ინფორმაციით კი, შემთხვევა, დაახლოებით, 3 კვირის წინ მოხდა. მძარცველებმა სახლში, სავარაუდოდ, პირველი სართულიდან შეაღწიეს. მოსახლეობის თქმით, ადგილზე პოლიციამაც იმუშავა და რამდენჯერმე იმყოფებოდა თავად გია ვოლსკიც.