17 წლის თამუნა ჩხაიძის ისტორია, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლებთან და მცირეწლოვან ძმასთან ერთდ ცხოვრობს, ჩვენი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი.
უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც ჭერიც კი არ გააჩნდა, ბევრი ადამიანი დაეხმარა.
ჩვენი მკითხველების, კეთილი ადამიანების დახმარებით, შევძელით და ოჯახი შიმშილს გადავარჩინეთ; თამუნას ძმას ოცნებები ავუსრულეთ; შევუძინეთ საყოფაცხოვრებო ნივთები; შინაური ფრინველი და რაც მთავარია _ დავიწყეთ მათი სახლის მშენებლობა.
ვანო ჯაყელის და ბექა შარაშიძის დახმარებით, ძალიან ბევრი ადამიანის შემოწირულობით და გვერდში დგომით, თამუნას ახალი სახლი უკვე აშენებულია, გადახურულია და ახლა რემონტს საჭიროებს.
სწორედ ამ მიზნით, ცნობილი მომღერალი ლაშა ღლონტი, 8 აპრილს, 18 საათზე, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში საქველმოქმედო კონცერტს მართავს.
შემოგვიერთდით, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ თამუნა ჩხაიძის დასახმარებლად!
კიდევ ერთხელ, დავანახოთ ყველას, რომ სიკეთე, რომელიც „გურია ნიუსის“ სტატიას მოჰყვა, გადამდებია!
მოდით საქველმოქმედო კონცერტზე, მოუსმინეთ არაჩვეულებრივ მომღერალს, გაიცანით ადამიანები, რომლებიც თამუნას უკვე დაეხმარნენ და იყავი შემდეგი შენ!
საქველმოქმედო კონცერტის ბილეთის 20 ლარია!
ამავე თემაზე: გურია ნიუსის” რესპონდენტის, უკიდურეს სიღატაკეში მყოფი თამუნა ჩხაიძის სახლის მშენებლობა დაიწყო
17 წლის გოგოს სულისშემძვრელი წერილი და ოჯახი, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ემუქრება
“გურია ნიუსის” სტატიას მოყოლილი გამოხმაურება _ “ჩემთვისაც გამოანათა მზემ”