ლანჩხუთში, 1918-21 წლებში მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება. იდეა აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელში პარლამენტარმა ნინო წილოსანმა გააჟღერა.
„ეს არის ნოე ჟორდანიას სკვერი ლანჩხუთში და მე ვფიქრობ, რომ ის უკეთესი უნდა იყოს. ამისთვის დაგვჭირდება თქვენი დახმარება, როდესაც გამოვახცადებთ იდეების კონკურსს, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, როგორი უნდა იყოს, რომელიც შეესაბამება პირველი რესპუბლიკის იდეას, შეესაბამება ნოე ჟორდანიას სახელს, რომელიც წარმოშობით ლანჩხუთიდან იყო. რაც მთავარია, უნდა პასუხობდეს 3 მოთხოვნას: უნდა იყოს სიმბოლური დატვირთვით, უნდა იყოს აუცილებლად ფუნქციონალური, სადაც ახალგზარდები, ადამიანები, რომლებიც თავისუფლების, დემოკრატიის იდეით არიან განსჭვალულები შეიკრიბებიან. რაც მთავარია, უნდა იყოს ძალიან ორიგინალური“, _ ამბობს წილოსანი ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, ნოე ჟორდანიას სკვერი, სადაც მისი მშობლებისა და პატარა შვილის, ანდრეიკას საფლავია, ლანჩხუთში გასული საუკუნის ბოლოს მოეწყო და მაშინ გახსნის ცერემონიას ნოე ჟორდანიას შვილები: რეჯებ და ნათელა ჟორდანიებიც დაესწრნენ.