წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და ორგანიზმისთვის საჭირო საკვებია.
მას ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლედები, ზრდის კუნთების ძალასა და ამტანობას, ამაღლებს პოტენციას, ამაგრებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას.
წიწიბურასგან მომზადებული კისელი დაგეხმარებათ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ის აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას.
მკურნალობისთვის საჭიროა დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, ჭამოთ ასი გრამი წიწიბურას კისელი, რომელიც შემდეგი წესით უნდა მოამზადოთ:
სამი სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ ერთი ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში და თან ურიეთ. შეგიძლიათ, ცოტა ნატურალური თაფლი და ნიგოზიც დაამატოთ, თქვენი გემოვნების მიხედვით.