საქართველოს პრემიერ_მინისტრი მამუკა ბახტაძე გურიას სტუმრობს.
მისი ვერტმფრენი ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე ამ წუთებში დაჯდა
ბახტაძესთან ერთად გურიაში იმყოფება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.
პრემიერი გურიაში ვიზიტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურებიდან იწყებს, სადაც ახალი სკოლა უნდა გახსნას. ბახტაძე მინისტრთა კაბინეტთან ერთად, ჩოხატაურში ბუკოსციხე_სურების ახალდაგებულ გზასაც მოინახულებს, რომლის სამუშაოები შპს ნიუ როადმა შეასრულა.