სოციალური ქსელის მომხმარებელი მაია თავართქილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს.
ეს ამბავი გურიაში, ჩოხატაურში მოხდა.
გარდაიცვალა საწყალი ვალიკო, რომლის ე.წ. გაპატიოსნებაში ვმონაწილეობდი… ხო, ალბათ, იცით, გურიაში წვერის საპარსს, რაშიც ბრიტვაა ,,სტანოკს,, უძახიან, ხოლო ელექტრო-წვერსაპარსს ,,ხარკოვი,, (თუ გინდა ,,ფილიფსის” იყოს) ვალიკოს ბიჭი… მეიტანე ცა, სტანოკი დენა იქინე ჩავატანოთ უნდა ( ელ.ბრიტვა ეტყობა მისთვის უნდოდა) ვალიკოს გოგო… რაის სტანოკია მამაიე ,,ხარკოვით,,იპარსავდა წვერს (შეეწინააგმდეგა ძმას) ბიჭი… შენ რა იცი ცა? 35 წელია გათხოვილი ხარ ბათუმში,,შენ მასწავლი რეით იპარსავდა?!?!?! მომიტანე რომ გეუბნები სტანოკითქვა!!!!!!!! (გაწიწმატდა იგი) არაა საჭირო ეგეთი ნივთები, მარტო ჯვარი და ლოცვებია საჭირო (ვცადე განმემუხტა სიტუაცია,,,,,მაგრამ ვინ მისმენს)ნელ-ნელა შეკამათება ხმამაღალ საუბარში გადაიზარდ, ვის ახსოვს მიცვალებული, შეიქნა ერთი ამბავი არა ,,სტანოკი,, არა ,,ხარკოვი,, უცებ ვალიკოს ცოლმა,რომელიც მანამდე წყნარად ადევნებდა თვალს შვილების ,,ჩხუბს,, ვეღარ შეიკავა თავი: ნენააააააა, ნუ ჩხუბობთ ბაღნებოოოოო!!!! გაჩერდიიიით ნენაააა, არც ერთით და…… არც მეორეით იპარსავდა…….დედაააა მაგი უბედურიიიი……ბიქტორა პარიკმახერთან დადიოდა და ჩაატანეთ მაშინ იგიიიიიიიიიიი!!!!!!