40 წლის ი. გ.-მ ოზურგეთში, ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში თავი დღეს ჩამოიხრჩო.
როგორც გვითხრეს, მამაკაცი საავადმყოფოში მუშაობდა _ იგი პალატებს არემონტებდა.
უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. როგორც გარდაცვლილის ახლობლებმა “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნეს, ი. გ.-ს წლების წინ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და საავადმყოფოშიც იწვა: _ ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობდა. მუშაობდა. გაოგნებულები ვართ _ არ ვიცით, რა მოხდა, _ გვითხრეს დაღუპულის ახლობლებმა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.