ლანცხუთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში დედა ენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. მასწავლებლებმა სადღესასწაულო კონცერტთან ერთად, საზოგადოებას მათ მიერ გადაწერილი დედაენაც წარუდგინეს:
_ ჩვენი წვლილი შევიტანეთ დედა ენის პოპულარიზაციის საქმეში. გიმნაზიის თითოეულმა თანამშრომელმა გადავწყვიტეთ დედა ენის თითოეული გვერდი გადაგვეწერა. დიდი რიდით, მოწიწებით და მოკრძალებით შევუდექით საქმეს, _ აღნიშნა სასულიერო გიმნაზიის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან გიორგაძემ.
სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებმა შეასრულეს არაერთი სიმღერა, მათთან ერთად კონცერტში მონაწილეობა მიიღო ფრანგმა მოხალისე, ჟულიენ მორისმა.