მტკვარმა 27 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
მას მაშველები ერთი კვირაა ეძებდნენ. მამაკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა, რადგან არსებობს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა როგორ გადახტა ის მტკვარში.
სწორედ აღნიშნულმა მოქალაქემ შეატყობინა ინფორმაცია საგანგებო სიტუაციათა სამსახურს.
ცხედარი გვიან ღამით ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო.
rustavi2.ge