იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს – ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის წესს ეხება. ვენეციის კომისიამ უმრავლესობის ინიციატივით “საერთო სასამართლეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე დასკვნა გამოაქვეყნა.
„კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს და პროცედურა ობიექტურ კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს, რომლის ფარგლებში თითოეული კანდიდატის შეფასება მოხდება, რის შემდეგაც იმ კანდიდატების სია შეიქმნება, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. აღნიშნული სიის ფარგლებში კანდიდატების რანჟირება უნდა მოხდეს იმ ქულების მიხედვით, რომელიც მათ მიიღეს შეფასების პროცედურის დროს. აღნიშნული შესაძლებელს გახდის პარლამენტს საუკეთესო კანდიდატების სია წარედგინოს”, – წერს ვენეციის კომისია დასკვნაში.