კივუს ტბაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ 150 ადამიანს ეძებენ, _ ინფორმაციას მომხდარის შესახებ The Africanews ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 15 აპრილს მოხდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ქვეყნის პრეზიდენტი დაზარალებულთა ოჯახებს უთანაგრძნობს და ამბობს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.