ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება, სანაცვლოდ გეუბნებით, რომ პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს,- ასე მიმართა პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრი ამოცანაა, დაცული იყო მოქალაქეების ინტერესები.
„გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, რამდენიც გინდათ, წავალთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს,“- განაცხადა კახა საბანაძემ.
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე მომუშავე ტრაქტორის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.
1tv.ge