ვითარება პანკისის ხეობაში უკიდურესად დაიძაბა. ხეობაში დამატებითი ძალებია შეყვანილი. პოლიციამ აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო. სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებს.
სამართალდამცავების მისამართით ადგილობრივები ქვებს ისვრიან. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა. თუმცა ამ ეტაპზე ის სპეცრაზმს არ გამოუყენებია.
ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. დაზიანებები მიიღეს როგორც ადგილობრივებმა ასევე სამართალდამცავებმა.