ამ წუთებში პანკისში ვითარება ისევ დაძაბულია. ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი სპეცრაზმელებს მიმართავს:
“შვილებს რატომ გვიხოცავთ? რის გულისთვის? ჩუმად ხომ ვართ? ერთ ადამიანს რატომ უდგებით მხარში. გეხვეწებით, წადით!”
„ჩვენ ველოდებოდით ამას. ჰესი არავის აინტერესებს, ჩვენ ვაინტერესებთ. ჩვენი მოკვლა, ჩვენი დახოცვა, ჩვენი ფეხებქვეშ გათელვა უნდა მეტი არაფერი. ეს არის ყველაფერი. ჰესი არავის უნდა, არ აინტერესებს. ერთ ადამიანს მხარში ამოუდგია ამხელა საქართველო. რომელსაც თავისთვის უნდა ეს ჰესი. ესე აწყობთ ვიღაცეებს. მთავრობაში რასაც აკეთებენ, ვერ თავსდებიან და ყურადღება ჩვენზე გადმოაქვთ. ეს ყოველთვის ასე ხდება. ერთმანეთს ჭამენ მთავრობაში ვერ რიგდებიან და ჩვენთან გადმოდიან. ესე აწყობთ ვიღაცეებს. მთავრობაში რასაც აკეთებენ, ვერ თავსდებიან და ყურადღება ჩვენზე გადმოაქვთ. ეს ყოველთვის ასე ხდება. ერთმანეთსს ჭამენ მთავრობაში ვერ რიგდებიან და ჩვენთან გადმოდიან”, _ განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ჟურნალისტის კითხვაზე რას აპირებენ, როგორია მათი სამომავლო გეგმა, ქალბატონი პასუხობს, რომ ისინი ამას არ დათმობენ.
_ თუნდაც დაგვხოცონ, არ დავთმობთ, ალაჰო ჩვენთანაა, _ თქვა ქალბატონმა.