საქართველოს ბანკმა, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა.
26, 28 და 29 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 27 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express სერვისცენტრებიც, იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, სტანდარტულად დადგენილი სამუშაო საათების მიხედვით.
მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს, სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2 444 444. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ასევე, ინფორმაცია საქართველოს ბანკისა და Express ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულებზე:
საცალო საბანკო მომსახურების სერვისცენტრების განრიგი:
https://bankofgeorgia.ge/retail/ge/about-us/news?n=442
ექსპრეს ბანკის სერვისცენტრების განრიგი:
http://expressbank.ge/ge/about-express/news?n=251
30 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.