მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს..
დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევისმსახურება შესრულდა. მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა მოეწყო. ლიტანიობის შემდეგ კი ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება დილამდე გაგრძელდა.
იერუსალიმიდან მომლოცველებმა წმინდა ცეცხლი ჩამოიტანეს. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე 27 აპრილს, თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდა.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.
აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.