ვენესუელას ოპოზიციონერი ლიდერის, ხუან გუაიდოს განცხადებით, ის მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის საბოლოო ფაზას იწყებს და ამ ბრძოლაში მას გვერდით სამხედრო ძალაც დაუდგება.
ამის შესახებ საუბარი REUTERS-ის ინფორმაციით, გუაიდოს “ტვიტერზე” გამოაქვეყნებულ ვიდეოშია, სადაც ის სამხედრო ფორმაში გამოწყობილ კაცთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლეონარდო ლოპეზთან საუბრობს,რომელსაც შინა პატიმრობა აქვს მისჯილი.
მისი თქმით, ვენესუელას ეროვნულმა სამხედრო ძალამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
პროტესტი, რომელსაც გუაიდო ვენესუელას ისტორიაში ყველაზე დიდ მარშს უწოდებს, 1 მაისს არის დაგეგმილი.